მაქს ფრიცმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა გამჭრიახობა, როდესაც ვერსალის ხელშეკრულებით საავიაციო ძრავების გამოშვება აკრძალეს, BMW გაკოტრების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ მაქსმა დაიწყო მოტოციკლების წარმოება.მან გამოუშვა "R 32", რომელიც 1923 წელს დაყენებულ იქნა სერიულ წარმოებაზე და მალევე მოიპოვა პოპულარობა.5 წლის შემდეგ კომპანიამ აიზენახში პატარა ავტომობილების მწარმოებელ Dixi-ს ქარხანა შეიძინა. ხელშეკრულებით ქარხანა უშვებდა ავტომობილებს "ოსტინ დიქსის" მარკით.ახალი დიქსი დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა, ამიტომ BMW დიდ ხანს არ ხსნიდა ამ მოდელს წარმოებიდან.
1932 წელს კომპანიამ საკუთარი ავტომობილი გამოუშვა.ეს იყო მოდელი 3210, რომლის ძრავაც ორიგინალურად იყო შემუშავებული.მისი სიმძლავრე 20 ცხენის ძალა იყო, ხოლო სიჩქარე 80კმ/სთ.პირველად BMW 303 ჩაუმონტაჟდა გამოზნექილი ლითონის ბადე რადიატორის წინ და ამ მოდელის სიჩქარე იყო 90კმ/სთ. სპორტული ავტომობილების რამოდენიმე მოდელის გამოშვების შემდეგ BMW-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მაღალი კლასის ავტომობილების წარმოებაც.კონსტრუქტორებმა დასახულ მიზანს მალე მიაღწიეს და გამოუშვეს BMW 326, რომელიც Mercedes Benz-საც კი უწევდა კონკურენციას.დიდი მოთხოვნილების გამო ეს მოდელი 16 000 ცალი აიწყო.
1936 წლისათვის კომპანიამ წარმოადგინა პირველი ღირებული სპორტული ავტომობილი-ორადგილიანი როდსტერი 328.ეს ავტომობილი სპეციალურად შეიქმნა იმ დროს მეტად პოპულარულ რბოლა Mille Miglia-ში(მილე მილია, ათასი მილის რბოლა) მონაწილეობისათვის.BMW 328-მ თავისი "მოვალეობა" 1940 წელს შეასრულა, როცა ამ მოდელმა 1000 მილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა(166, 7კმ/სთ).
ავტოწარმოების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მოტოციკლებიც.1937 წელს ერნსტ ჰენემ BMW-ს მოტოციკლით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, როდესაც 279, 5კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ BMW-ს რამოდენიმე ქარხანა დაზარალდა და გაკოტრების წინაშე დადგა, ამიტომ BMW კვლავ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.
1951 წლიდან დაიწყო BMW-ს ახალი მოდელის წარმოება.BMW 501 თავისი კლასის მოდელებისაგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავს ამხელა მასის ტარება უჭირდა.სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა რვა ცილინდრიანი ძრავი შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160კმ/სთ-ს ანვითარებდა.
1955 წლისათვის კომპანიამ საკმაოდ უცნაური მოდელი - ი ე ს ტ ა შექმნა.მას მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა, ძრავი კი 13 ცხენისძალიანი იყო და მხოლოს 80კმ/სთ-ს ანვითარებდა.მაგრამ სიიაფის გამო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მოგვიანებით BMW-მ ძვირადღირებული სპორტული მოდელები - 503 და 507 შექმნა.ავტომობილებს გარკვეული ხარვეზები აღმოაჩნდა.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაზარალებული ფირმა ნორმალურად არ იყო ფეხზე დამდგარი და ფინანსურ კრიზისს განიცდიდა.ამ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ დაიმლერ ბენცმა BMW-ს აქციების ყიდვა მოინდომა, მაგრამ კომპანიამ სხვის დაუხმარებლად ფულის მოგროვება და ახალი მოდელის შექმნა განიზრახა.1961 წელს შეიქმნა ახალი იაფფასიანი კომფორტული სედანი 1, 4 ლიტრიანი ძრავით.ფასმა და კომფორტმა თავისი გაიტანა და კომპანიამ ერთბაშად 20 000 ცალის შეკვეთა მიიღო.ასე დაიწყო BMW-ს მორიგი აღმავლობა.
1966 წელს კომპანიამ ახალი BMW 2000 წარადგინა.უნდა ითქვას, რომ ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა მესამე სერიის BMW-ების გამოშვებას.მალე შეიქმნა მეხუთე სერიის BMW.70-იანი წლების ბოლოს კი ზედიზედ იქმნება მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილებიც.
BMW-3-ის სედანების მეოთხე თაობას საქარხნო ინდექსით E30 აწარმოებდნენ 1982 წლის ნოემბრიდან 1991 წლის ბოლომდე(საუბარია BMW "ხულიგანკაზე").ამ მოდელში და საერთოდ BMW-ში მაქსიმალური კომფორტი აქვთ მძღოლს და მის გვერდით მჯდომ მგზავრს.BMW-ს ხელსაწყოთა პანელის გაფორმება კი მრავალი წლის მანძილზე ბევრი მწარმოებელისათვის ეტალონად ითვლებოდა.
BMW ფორმულა 1-ში პირველად 2006 წელს ჩაება.მისი დევიზია "მართვა-სიამოვნებაა".ამჟამად დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ნორბერტ რაიტჰოფერი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე-იოახიმ მილბერგი.2008 წლის მონაცემებით, მისი წლიური ბრუნვა შეადგენდა 53 197 მილიარდ ევროს.2009 წლის თებერვლის მონაცემებით, კომპანიაში დასაქმებულია 99 079 ადამიანი.
No comments:
Post a Comment